1 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არ ვაპირებ მივმართო გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით და არც სურვილი მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის"-ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაია არ აპირებს გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების შემთხვევაში შეწყალების თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი facebook -ის  გვერდზე წერს და განმარტავს, რომ იმ ფონზე, როდესაც მან 7 წელი მოიხადა, მზად არის კიდევ ორი წელი საპყრობილეში გაატაროს.

"ჩემთვის ჩემი პირადი თავისუფლება ნამდვილად არ არის იმ მნიშვნელობის, რომ ეპოქალურ პოლიტიკურ ბრძოლას ან დღეს ან ხვალ რამეში უშლიდეს ხელს. სიმართლის თქმას არაფერი უდგას წინ, 2012 წელს მე თვითონ წავედი ციხეში, ქართულმა ოცნებამ 9 წელი მომისაჯა, მე-7 წელია ვიხდი სრულიად უსამართლო სასჯელს, მაგრამ დღესაც, ისევე როგორც 2012 წელს, იმისათვის რომ ჩემი არსებობა არ გახდეს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში რამე დაბრკოლება, მინდა საჯაროდ ვთქვა მე არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით, ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდებოდეს.

"საქართველოში დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი პოლიტიკური ბრძოლები იმდენად დიდი ეპოქალური მნიშვნელობისაა, რომ ჩემი პირადი თავისუფლებაც არ მიღირს მისთვის რამე, თუნდაც მცირედი ხელშეშლის ან ხელშეშლის იმიტირებისთვის იქნას გამოყენებული. უსამართლო 9 წლიანი სასჯელიდან მე-7 წელიწადს რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო,”-წერს ბაჩო ახალია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა და ახალი ხელისუფლების პირობებშიც კი მას არ აქვს სურვილი რაიმე სახელმწიფოებრივი თანამდებობა დაიკავოს.

„მინდა გასაგებად ავუხსნა, როგორც "ქართული ოცნების," ისე გაერთიანებული
ოპოზიციის მხარდამჭერებს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა. ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის,”-წერს ახალაია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები