0 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,"მის სამყარო" რომ გავმხდარიყავი ესე მაინც ვერ ავალაპარაკებდი მთელ საქართველოს!"- ნუკა ყარალაშვილი

"მის სამყაროს" ქართველი კონკურსანტი ნუკა ყარალაშვილი სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართავს. 
"უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის. ვაფასებ თქვენს გვერდით დგომას, რასაც ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავ. მე ყველაფერი გავაკეთე საქართველოს კარგად წარსადგენად , მართალია შედეგი არ იყო ის, რასაც ქართველი ერი იმსახურებდა , მაგრამ მოვა დრო, როცა მოგვცემენ შანს,რეალურად ვიბრძოლოთ ამ ტიტულისთვის. P.S მომეწონა ყველა GIF რაც "ყარალაშვილი ჯორჯიას" მოჰყვა და ალბათ, "მის სამყარო" რომ გავმხდარიყავი ესე მაინც ვერ ავალაპარაკებდი მთელ საქართველოს!"- წერს ყარალაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები