2 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მე თვითონ მივალ ანასტასიასთან.. სიხარულით ჩამეხუტება ჩემი პატარა“- ანასტასიას დედა

გარდაცვლილი ანასტასია ზაალიშვილის დედა, სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ სტატუსს აქვეყებს. გთავაზობთ ამონარიდს ტექსტიდან:

"ბევრი ხმა მოდის ჩემამდე, მეკითხებიან, თუ როგორ შემიძლია ასეთ დროს ფეისბუქზე ვიყო. გეტყვით, რომ აქ სულ ანასტასიას სურათებს და ვიდეოებს ვუყურებ. მამშვიდებს ძალიან ბევრი კეთილი ადამიანის მონაწერი და  სულში ჩამწვდომი სიტყვები, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ! მე თქვენ ძალას მმატებთ. მე თვითონაც მიკვირს და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, როგორ ვსუნთქავ ან საერთოდ, როგორ ვარსებობ. მაქვს ამის პასუხი, ეს რწმენაა და იმის იმედი, რომ ოდესღაც მე თვითონვე მივალ ანასტასიასთან, მთავარია მისკენ მიმავალი გზა სწორად და სიკეთით გავიარო. მაშინ კი სიხარულით ჩამეხუტება ჩემი პატარა, თითქოს, სულ რაღაც ერთი საათით ვიყავით დაშორებულები... რაც შეეხება ჩემს ჩანაფიქრს, ვაპრებ დავეხმარო სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, თუნდაც მცირედით, მაგრამ რაც შეიძლება მეტს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები