0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო შეხვედრებისთვის. ბიზნესპარტნიორებს საქმის ცოდნით გააკვირვებთ, სასიყვარულოს, - მომხიბვლელობით. დღეს საჭირო ინფორმაციას შეაგროვებთ. 

კურო
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა სამომავლო იდეების გასახილველად. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. შეიძლება პროფესიონალური რჩევისთვის მოგმართონ. 

ტყუპი
საქმეები ნელა მიიწევს წინ, მაგრამ ყველაფერი თქვენი გამარჯვებით დასრულდება. შანსი მოგეცემათ გამოავლინით თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა და შემოქმედებითი ტალანტი. 

კირჩხიბი
კარგი დღეა დასვენებისა და მეგობრებთან შესახვედრად. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. საღამო მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, ინტერიერის შესაცვლელად, საყიდლებისთვის. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. 

ქალწული
მოიკრიბეთ ძალ-ღონე და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო დასვენებას დაუთმეთ. ჩამოწერეთ ან კორექტივები შეიტანეთ სამომავლო გეგმებში. 

სასწორი
კარგი დღეა შეხვედრებისა და მგზავრობისთვის. შეხვდებით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად, იმიჯის შესაცვლელად. სასიამოვნო ინფორმაციებსაც მიიღებთ. 

მორიელი 
საინტერესო მომენტებით, შეხვედრებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე გელით. წვეულებაზე უარი არ თქვათ, საინტერესო ნაცნობობა გელით. 

მშვილდოსანი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეყვარებულებმა კი საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. 

თხის რქა
მხიარულებისა და შემოქმეებითი დღეა. საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ფარული ნიჭი. მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეებთან ერთად; განიხილეთ სამომავლო გეგმები. 

მერწყული
დღის განმავლობაში დაასრულეთ საქმეები და მოვალეობები და საღამო ან მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ ან საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

თევზები
დღეს საქმეების დასრულებას და დასვენებას შეძლებთ. კარგი დღეა მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად საინტერესო და გასართობი ადგილების მოსანახულებლად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები