0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

53 წლის ასაკში ჯორჯ მაიკლი გულის უკმარისობით გარდაიცვალა

53 წლის ასაკში მსოფლიო ვარსკვლავი, პოპულარული მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. ჯორჯ მაიკლი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელი სახლის საწოლში იპოვეს. როგორც უცხოური მედია იუწყება   ბრიტანელი მომღერალის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

პოლიციამ ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი საეჭვო გარემოება არ ფიქსირდება. 

განცხადება გაავრცელა პოპ ვარსკვლავის წარმომადგენელმაც, სადაც მედიას და საზოგადოებას მოუწოდა, გაითვალისწინონ ჯორჯ მაიკლის ოჯახის წევრების მდგომარეობა მძიმე წუთებში. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები