1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“16 ივნისისა და 20 ივნისის აქციები ერთმანეთს ხელს არ უშლის… შეიძლება წავიდე ” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომიარია მიიჩნევს, რომ 16 ივნისისა და 20 ივნისის აქციები ერთმანეთს ხელს არ უშლის და საზოგადოებამ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს, რომელიც გამოხატავს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ახლა საზოგადოების დაყოფის დრო არ არის:

 

“მე მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ყველგან სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ასევე ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან, ვფიქრობ, რომ ყველას შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს…შეიძლება წავიდე, ვერ გეტყვით ჩემი პირადი გეგმები ხვალ რა იქნება, მაგრამ მხარს ვუჭერ ზოგადად ყველა აქციას, რაც ამ მოთხოვნით ჩატარდება. ”

შეგახსენებთ, 20 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” უკვე რამდენიმე კვირაა აქციას გეგმავს სახელწოდებით “შინ ევროპისკენ”.

გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე კი სალომე ზურაბიშვილმა აქციის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა და თავად დააანონსა ევროპის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი შეკრება 16 ივნისს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები