2 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რესტორნები კომენდანტის მოხსნის შემდეგაც 12:00 საათამდე იმუშავებენ

ჩამოტვირთვა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, რესტორნები კომენდანტის მოხსნის შემდეგაც, მხოლოდ 12:00 საათამდე იმუშავებენ.

მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზეც.

"შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები