1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არ ინერვიულო სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ" - რიონში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის წერილი

ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ადვოკატი, 27 წლის ნიკა ანთიძის მოკლეტექსტურ შეტყობინებას ასაჯაროებს. 

 გიორგი ჭოჭუა ამბობს, რომ მდინარეში გაუჩინარებამდე ანთაძემ sms- სოციალურ ქსელში, საკუთარ თავს გაუგზავნა.

"ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალი არ არის, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაო, საახლობლო, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.  მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი! გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს,"- წერს ახალგაზრდა მამაკაცი. 

ანთიძემ  მიმდინარე წლის 10 მარტს საკუთარი მობილური ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს დაუტოვა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა, რის შემდეგაც ადიდებულ მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები