1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შტეფან ცვაიგის ,,მარიამ სტუარტი" - გამონათქვამები რომანიდან

  ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალის განსხვავებული ბედისწერა, მარიამ სტიუარტი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ქალი იყო კაცობირიობის ისტორიაში. სიყვარული, თავგანწირვა, ღალატი, სიკვდილი - ყველაფერია შტეფან ცვაიგის "მარიამ სტიუარტში"

გთავაზობთ ციტატებს აღნიშნული რომანიდან 

1,„ბუნებით მეტად პატიოსანს ტყუილის თქმა არ შეეძლო. მაგრამ ისწავლა პირმოთნეობა და ეშმაკობა. ხალხთან მუდამ სამართლიანი და პირდაპირი, მთელ ნიჭს იმაში იყენებდა, რომ მტრების ხრიკები მათივე წინააღმდეგ გამოეყენებინა. ზოგჯერ ადამიანი ერთ დღეში ისწავლის იმას, რაც თვეებისა და წლების განმავლობაში ვერ ისწავლა.“


2,„სიყვარულს ბევრი რამ შეუძლია, მას შეუძლია ადამიანს არნახული, ზე ადამიანური ენერგია მისცეს. ყველაზე გულგრილს ტიტანური ძალა შემატოს, დაარღვევინოს დაკანონებული ზნეობის ყველა ნორმა და ფორმები, დანაშაული ჩაადენინოს.“


3,„ცხოვრებაში გარეგანი და შინაგანი დრო პირობითად ემთხვევა ერთმანეთს. სულის საზომს მხოლოდ განცდათა სისრულე წარმოადგენს. იგი თავისებურად ითვლის შინაგან განვლილ საათებს.“


4,„მხოლოდ სუსტი ბუნების ადამიანები ემორჩილებიან და ივიწყებენ ყველაფერს, ძლიერნი კი ბობოქრობენ და უთანასწორო ბრძოლაში ებმებიან ყოვლისშემძლე ბედთან.“


5,„იქ, სადაც უნდობლობა არსებობს, ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, უვნებელი ალის ყოვლისშთანთქმელ ხანძრად გადასაქცევად.“


6,„თავდავიწყებით შეყვარებულ ყმაწვილს გონივრული განსჯა რომ მოსთხოვო, ეს იმას ნიშნავს, მზე ეძებო ბნელ ღამეში.“


7,„ასე ხდება ხოლმე, მსოფლიო ისტორია იწერება უსამართლო და ასოციალური პოზიციებიდან, რადგან თითქმის ყოველთვის გვიჩვენებს მბრძანებელთა ტანჯვას, ზეიმს, ტრაგედიას ძლიერთა ამა ქვეყნისათა. გულგრილად უვლის გვერდს იმათ, ვინც წყვდიადში იყინება, თითქოს სატანჯველი და წამება, ერთნაირად არ ფლეთდეს ყველა ცოცხალ სხეულს.“


8,„ისტორია მუდამ დუმს ცოცხლებზე და მხოლოდ მათ მიერ ამქვეყნიური გზის გასრულების შემდეგ აწონ– დაწონის შთამომავლობათა წინაშე მათ საქმეებს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები