0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

არჩილ გამზარდია: "პროკურატურა გარიგებულია იმ ჯგუფთან, რომელიც დანაშაულებრივად საქმიანობდა საპატრიარქოში"

  საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ე.წ.ციანიდის გახმაურებულ საქმეს ეხება.   გამზარდიას თქმით, პროკურატურა გარიგებულია იმ ჯგუფთან, რომელიც  დანაშაულებრივად საქმიანობდა საპატრიარქოში

"არის ალბათობა და საკმაოდ დიდი, რომ პროკურატურა გარიგებულია იმ ჯგუფთან, რომელიც პრაქტიკულად დანაშაულებრივად საქმიანობდა საპატრიარქოში, რომელ ჯგუფშიც შედიოდა ირაკლი მამალაძე, გიორგი მამალაძე, იოსებ ოხანაშვილი, ტარას შავშიშვილი და ა.შ. ასევე ჯერ არ გამოვლენილი მღვდელმთავრები.

ნამდვილად ლეგალურად მიმაჩნია მსჯელობა იმაზე, რომ პროკურორების მიმართ არსებობს კითხვები და შესაძლოა მოსათხოვია რომ ძიების პროცესი ხელახლაა საწარმოებელი სხვა პროკურორების მიერ, ასევე მოსათხოვია ე.წ. ნეიტრალური არბიტრის, უცხოელი გამომძიებლების ჩართვაც.

ძალიან ბევრი შეკითხვაა და შეკითხვები მხოლოდ იმატებს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები