1 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეცვალე აკუმულატორი და იმგზავრე ჩავარდნების გარეშე - „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია გრძელდება

 

„თეგეტა მოტორსმა“, ზამთრის დადგომასთან ერთად, ახალი კრეატიული პრინტ სერია შექმნა, რომელიც უსაფრთხო გადაადგილებას უკავშირდება და ყველა მანქანის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს.  „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“  – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებულ ვიზუალებზე სეზონური პროდუქტებია გამოსახული  და მძღოლებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობებს შეახსენებს.

ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი, რომელზეც ტემპერატურის კლება განსაკუთრებულად მოქმედებს, აკუმულატორია. სწორედ ამიტომ ის ზამთრის დადგომამდე უნდა შევამოწმოთ და, თუ საჭიროა, შევცვალოთ კიდეც.

აკუმულატორი, თავისი აგებულებისა და ქიმიური შემადგენლობის დამსახურებით, ქიმიურ ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. რადგან აკუმულატორში მიმდინარე ქიმურ რეაქციაზე ტემპერატურის გავლენა საკმაოდ ძლიერია, ზამთრის პერიოდში დიდია ალბათობა იმისა, რომ რესურსამოწურული აკუმულატორი ნებისმიერ დროს გამოვა მწყობრიდან და ვეღარ შეძლებს ძრავის დასაქოქად საჭირო ენერგიის გამომუშავებას.

ყველა აკუმულატორს თავისი განსაზღვრული ექსპლუატაციის ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან, მაქსიმუმ, 7 წლამდეა. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის, უბრალოდ, წყვეტს მუშაობას. პრობლემების წარმოქმნისას აკუმულატორი  აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს, გაფრთხილებები კი სხვადასხვა ნიშნებით გამოიხატება: მცირდება ფარები ნათება, დაქოქვის დროს რთულდება დენის  მიწოდება. შესაძლოა, ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი საერთოდ აღარც კი დაიქოქოს.

თანამედროვე ავტომობილებში აკუმულატორის ფუნქცია მხოლოდ ძრავის დაქოქვისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებით არ სრულდება. მოულოდნელად აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა  პრობლემებს უქმნის ავტომობილის სხვადასხვა ელექტროდეტალს. როდესაც ძრავას ვაქრობთ და ავტომობილი გაჩერებულია, რამდენიმე დეტალი მაინც მოიხმარს მცირე ენერგიას. ამ დეტალებზე დამოკიდებულია ავტომობილის უსაფრთხოება და „მეხსიერება“.  აკუმულატორის რესურსის ამოწურვა გამოიწვევს ამ დეტალების გამორთვას  და კომპიუტერის არევას. ამ ყველაფრის გასწორებას კი არცთუ ისე მცირე თანხები და დრო სჭირდება.

წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ როდის შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან აკუმულატორი, ამიტომ სანამ ტემპერატურა 0-გრადუსიან ნიშნულს ჩამოსცდება, უნდა შეამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეცვალოთ ახლით, რათა თავი აარიდოთ ავტომობილის დაქოქვასთან დაკავშირებულ გართულებებს.  

აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად – მუშაობის, მონტაჟისა და დამუხტვის სტილიც ინდივიდუალურია. შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ აკუმულატორის სტანდარტი, ფიგურის ზომა, პოლარობა, ავტომობილის გამოშვების თარიღი, ბრენდი, მოდელი და ასევე ძრავას და საწვავის ტიპი.

ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორებზე, საბურავებზე, ხუნდებსა  და ანტიფრიზებზე სპეციალური შეთავაზებები დაგხვდებათ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...