თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
თუ გაქვს ძლიერი სურვილი და მოტივაცია გადადგა პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიებში ან უკვე მოღვაწეობ ამ სფეროში და გსურს გაიღრმაო ცოდნა, თიბისი და USAID, კარიერული განვითარებისთვის, გთავაზობთ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო ტექკურსებს.
პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.
თუ გსურს გაიგო მეტი პროექტზე და გასცე პასუხი კითხვებს: რა შესაძლებლობებს გაძლევს პროექტი? როგორ უნდა მოხვდე სრულად დაფინანსებულ ტექნოლოგიურ კურსებზე? რას ისწავლი, როგორ ისწავლი და სად შეძლებ დასაქმებას? შემოგვიერთდი პროექტის საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც ჩატარდება შემდეგ რეგიონებში:
· ქუთაისი | 25 ოქტომბერი, 15:00 | გრიშაშვილის ქ. #26, თიბისი ბანკის ფილიალი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/TnmBx0aXjG
· ბათუმი | 26 ოქტომბერი, 13:00 | ზუბალაშვილის ქ. #37, თიბისი ბანკის ფილიალი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/UQ1Qb7nbdw
· ზუგდიდი | 27 ოქტომბერი, 12:00 | ლაღიძის ქ. #1, ზუგდიდის ტექნოპარკი |დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/tFvYTxPzhx
· გორი | 3 ნოემბერი, 15:00 | ჭავჭავაძის ქ. #53, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული) |დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/AXd7pN3rW7
· თელავი | 6 ნოემბერი, 15:00 | რუსთაველის გამზ. #11, თელავის ტექნოპარკი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/czQnf0JBa8
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია!
პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული მიმართულებებში.
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები