1 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"თქვენი მოსაზრება ზღვაში მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი წვეთია ათასიდან, მე ვეცდები უკეთესი დინება მოვნახო"

ადამიანების უმეტესობას ალბათ გამოუცდია, რომ კარიერის დასაწყისში ან იქნებ დიდი ხნის მუშაობის შემდეგაც, უჩნდებათ შეგრძნება, რომ ვიღაც, თავის საქმეში არც თუ ისე წარმატებული,  მათი თავიდან მოშორებით არის დაკავებული. ასეთი რამ თითქმის ყველას ცხოვრებაში ხდება და არც თქვენ ხართ გამონაკლისი.

ცხოვრება მოიცავს შეცდომებს, ზოგჯერ ძალიან ბევრს,  წარუმატებლობას,  სხვებისგან უარყოფას,  თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენ უკვე წარმატების გზას ადგახართ და ეს ცარიელი სიტყვები სულაც არ არის!

  

მაგალითად, მსახიობი მერილ სტრიპი,  ძალიან ბევრ ქასთინგზე დაიწუნეს და არა იმიტომ , რომ ის ცუდი მსახიობია, არამედ იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძლიერების უბრალოდ ეშინიათ..

 

ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მსახიობის ცხოვრებაში მაშინ მოხდა, როდესაც მან ბედი „კინგ-კონგის“ მთავარი გმირის შესარჩევ კასტინგზე სცადა. მერილი 27 წლის იყო. პროდიუსერმა მაშინ  სტრიპზე კოლეგებს იტალიურად გადაულაპარაკა: „რატომ დაპატიჟეთ ეს მახინჯი?“, რაზეც მან მისივე მშობლიურ ენაზე უპასუხა: „მაპატიეთ, რომ გაგაწბილეთ“, - და წავიდა.

 

მსახიობი იხსენებს, რომ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, მას მოტივაცია გაუორმაგდა და დღეს, ნახეთ როგორ იხსენებს ამას:

«მე ღრმად ჩავისუნთქე და ვთქვი: ძალიან ვწუხვარ თუ მახინჯი გგონივართ, მაგრამ თქვენი მოსაზრება ზღვაში მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი წვეთია ათასიდან, მე ვეცდები უკეთესი დინება მოვნახო».

სწორედ ამიტომ,  ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენს  ცხოვრებაში არანარი როლი არ უკავიათ... მათი აზრი ხომ „ზღვაში მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი წვეთია ათასიდან.“  

 

რაც ყველაზე მთავარია, არ დაგავიწყდეთ! თუ  ამ სტატიის წაკითხვის  შემდეგ, საკუთარი თავი ამოიცანით, იცოდეთ, რომ  თქვენ უკვე წარმატების გზას ადგახართ..!

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები