1 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

როგორ გაიტაცეს ჩარლი ჩაპლინი გარდაცვალების შემდეგ ? - უცნობი ფაქტი მეოცნებე მსახიობის ცხოვრებიდან

ცნობილი ადამიანების ცხოვრება ყოველთვის არ ჰგავს ზღაპარს. ზოგჯერ ისინი სიმშვიდეს არა მხოლოდ ცოცხლები, არამედ უკვე გარდაცვლილებიც კი ვერ პოულობენ.

 ასე მოხდა ჩარლი ჩაპლინის შემთხვევაშიც.  მას  არ ჰქონია დალხენილი ცხოვრება. ჯერ იყო რთული ბავშვობა, შემდეგ უკვე მუდმივი შური კოლეგების მხრიდან, პრობლემები პირად ცხოვრებაში და ამ ყველაფერს დამატებული პოლიტიკური დევნა.

 სიცოცხლის ბოლო წლები მსახიობმა შვეიცარიაში გაატარა.  1977 წლის 25 დეკემბერს, 89 წლის ასაკში ,  ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა, თუმცა სიმშვიდე ვერც გარდაცვალების შემდეგ ვერ მოიპოვა.

 

საქმე იმაში გახლავთ, რომ 1978 წლის 2 მარტს, როდესაც მესაფლავე  ჩარლის საფლავთან ჩვეულ დროს, საფლავის მოსავლელად მივიდა, შენიშნა რომ  ადგილი  გადათხრილი იყო, კუბო კი ცხედართან ერთად წაღებული.

   

ფაქტის შესახებ პირველად უნას შეატყობინეს , შემდეგ კი ცხედრის მოსაძებნად დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს . რამდენიმე დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ჩაპლინების სახლში უცნობი ადამიანის ზარი გაისმა, რომელიც ცხედრის სანაცვლოდ  650,000 ფრანკს ითხოვდა.  უნას დიდხანს არ უფიქრია, მან გამტაცებლებს ჩარლის ცხედრის სანაცვლოდ ფულის გადახდაზე უარი განუცხადა, უფრო მეტიც, დააყოლა, რომ ჩაპლინს აღნიშნული ამბავი ალბათ სასაცილოდაც კი არ ეყოფოდა.

 გამტაცებლები  არ ელოდებოდნენ უნას ასეთ რეაქციას, მაგრამ არც უკან დახევას  აპირებდნენ . ზარები გრძელდებოდა და უცნობებმა უკვე  ოჯახის სხვა წევრების დაშინებაც დაიწყეს.  სწორედ ამ ზარების  მეშვეობით, პოლიციის ოფიცრებმა კრიმინალების კვალს მიაკვლიეს.  როგორც აღმოჩნდა,  გამტაცებლებმა ჩარლის ცხედარი  იმ ღამეს  სასაფლაოდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით დამარხეს და ამ გზით გადამალეს. ეს განზრახვა კი თავში მას შემდეგ მოუვიდათ, რაც გაიგეს, რომ ჩარლიმ ოჯახის წევრებს დიდძალი ქონება უანდერძა.

    

1978 წლის 17 მაისს ჩარლი ჩაპლინის დაკრძალვის ცერემონია ხელმეორედ გაიმართა .  გამტაცებლებს კი 4,5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები