1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს საქართველოც შეუერთდა

ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით პრესკონფერენცია მოეწყო, რომელიც გლობალურ და სოციალურ პროექტში „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ საქართველოს აქტიურ ჩართულობას უკავშირდებოდა.

პრეკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, აკ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი, თსუ-ს შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი.

„ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიე,“ კამპანიას „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ 15 წლიანი საუბილეო მოღვაწეობის თარიღის ფარგლებში ახორციელებს. აღნიშნული კამპანია სოციალურ სახეს ატარებს და უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს, ჰიპერტენზიის დაავადების და თანმდევი პრობლემების შესახებ. ეს დაავადება, დღესდღეისობით, მართვადია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამის შესახებ ინფორმაციის ფლობა, დროული დიაგნოსტირება, რაც საკმაოდ მარტივი მეთოდია. შესაძლოა, პირველ ეტაპზე მოიცავდეს არტერიული წნევის გაზომვას, სწორედ ამას მოუწოდებს ეს კამპანიაც - განმარტავს კომპანია „სერვიეს„ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, მაია ხეცურიანმა.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები იყვნენ ექიმები, პაციენტები, პროექტში ჩართული კეთილი ნების ელჩები, მედიაპარტნიორები და სხვა.დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია ჰიპერტენზიისა და მისი სირთულეების შესახებ, საზოგადოების ერთმა ნაწილმა იცის დაავადების თაობაზე, მაგრამ არ აღიქვავს მას სერიოზულად, მეორე ნაწილს კი აქვს არტერიული წნევა, მაგრამ არ აკონტროლებს.

„არტერიული ჰიპერტენზია გახლავთ ძირითადი, მთავარი რისკი სისხლძარღვოვანი დაავადების განვითარების. ჰიპერტენზია ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი ჩივილის გარეშე, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მისი გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღე, 5 ადამიანიდან 2 ადამიანი ჰიპერტენზიით იღუპება. ჰიპერტენზია გახლავთ ისეთი გართულებების განვითარების ძირითადი მიზეზი,როგორიცაა: 
ინსულტი,ინფაქტი,მიოკარდიუმის უკმარისობა,“ - აღნიშნა საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტმა, ბეჟან წინამძღვრიშვილმა.

პრესკონფერენციაზე ასევე დაანონსდა 17 მაისს, კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის “გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნების“ შესახებ. აქტივობა იქნება გადამდები, მოწოდების სახის და მაგალითი მეგობრისთვის, მეზობლისთვის, 
თანამშრომლისთვის, ახლობლისთვის, მშობლისთვის, ოჯახის წევრისთვის - აუცილებელია წნევის რეგულარულად გაზომვა, რათა დაინახონ და გააცნობიერონ მისგან გამოწვეული სირთულეები და პრობლემები.პრესკონფერენციის დასასრულს, გაიმართა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მონაწილეები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: დუტა სხირტლაძე, ნიკა წულუკიძე, ანა ჩირაძე, ლელა მებურიშვილი, გიორგი კეკელიძე, რუსკა მაყაშვილი... ისინი ერთვებიან პროექტში, კეთილი ნების ელჩებად, რათა მოუწოდონ მათ მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებსა და საზოგადოებას, რომ მიხედონ ჯანმრთელობას და მუდმივად აკონტროლონ წნევა.

„მე ვარ წნევიანი ადამიანი, ჩემს წნევას გასინჯვა არ სჭირდება, რადგან მუდამ მაღალ წნევას ვატარებ. ეს ცნობილია ჩემთვის ბავშვობიდან. შესაბამისად, გულის დაავადებებმაც არ დააყოვნა. ჩემთვის ასევე ცნობილია, ის შედეგები, რომელიც შეიძლება ადამიანს 30 წლის ასაკშიც დაუდგეს. ჩვენ მოვუწოდოთ ჩვენს მშობლებს, რომ „გაიზომეთ წნევა!“ - მოუწოდა საზოგადოებას მსახიობმა დუტა სხირტლაძემ.საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე კამპანიას მნიშვნელოვანს უწოდებს და მოხარულია რომ მასში საქართველოც აქტიურად არის ჩართული: „მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერტენზიის გამოვლენის მიზნით, გლობალური აქცია მსოფლიოს მასშტაბით, სახელწოდებით, „Because I say so - ამას შენთვის გეუბნები“ მიმდინარეობს. კამპანიის მიზანს, ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა და სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის გამოწვევა წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს კამპანია ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ხელშეწყობით მიმდინარეობს“.

ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. წელს მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადა და მიეძღვნა კამპანია „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“. კამპანია სოციალური და გლობალური პროექტია, რომელიც ემსახურება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ჰიპერტენზიის) პრევენციასა და მართვის ხელშეწყობას როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უახლესი მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი ებრძვის ჰიპერტენზიას და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს გავამახვილოთ ყურადღება ჰიპერტენზიაზე და ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ამ დაავადების შესახებ. ახალგაზრდების წახალისება ხელს შეუწყობს მათი მშობლებისა და ახლობლების მოტივაციას, რათა შემოწმდეს მათი წნევის მაჩვენებლები და მოხდეს დაავადების უკეთესი მონიტორინგი. საზოგადოების ინფორმირება ჰიპერტენზიის შესახებ ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანია წინაპირობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები