1 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

18 წლის ინდოელმა გოგომ ყველაზე მსუბუქი სატელიტი გამოიგონა

 64 გრამიანი მოწყობილობა ინდოელმა რიფაზ შარუქმა გამოიგონა და მან ახალგახრდა მეცნიერების კონკურსში გაიმარჯვა. მის გამოგონებას ნასა ივნისში გამოიყენებს. თავად რიფიზი ამბობს, რომ სატელიტი კოსმოსურ მისიაში 4-ჯერ იქნება გაგზავნილი. კოსმოსში ყველაზე მსუბუქი სატელიტი 12 წუთის განმავლობაში იმოძრავებს მიკროგრავიტაციულ სივრცეში.

18 წლის გამომგონებელის თქმით, მთავარი მიზანი იყო   3D ნახშირბადის ბოჭკოს დემონსტრირება: ‘’ჩვენ მისი დიზაინი გავაკეთეთ სხვადასხვა ნაწილისაგან. მას აქვს 8 სენსორი მიმაგრებული აჩქარების და ბრუნვის გასაზომად.

სატელიტს დაერქმევა კალამსატი ინდოეთის პრეზიდენტის, აბდულ კალამის საპატივცემულოდ.სწორედ პრეზიდენტი უდგას სათავეში ქვეყნის მეცნიერულ ამბიციებს.

ახალბედა მეცნიერი რიფაზი პატარა ქალაქიდანაა და ახლა მუშაობს წამყვან მეცნიერად. ის ორგანიზებას უკეთებს მეცნიერების სწავლებას ახალგაზრდებში.

კალამსატი არაა მისი პირველი გამოგონება. 15 წლის ასაკში მან ასევე ახალგაზრდა მეცნიერების კონკურსში  კიდევ ერთი გამოგონებით გაიმარჯვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები