0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იმგზავრე ჩავარდნების გარეშე - „თეგეტა მოტორსმა“ ზამთრის პროდუქტებისთვის კრეატიული პრინტ სერია შექმნა

ზამთრის დადგომასთან ერთად, ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას და ცივი სეზონისთვის მომზადებას საჭიროებს. ამინდის გაუარესება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის და ამიტომ ავტომობილის ყველა დეტალი შემოწმებას და ზამთრისთვის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება „თეგეტა მოტორსის“ ახალი პრინტ სერია „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ რომელიც, ტრადიციულად მომხმარებლებს ზამთრის პერიოდში ავტომობილის გამართვისა და  განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

კრეატიული პრინტ სერიის ფარგლებში შექმნილ ვიზუალებზე სეზონური პროდუქტებია გამოსახული და იმ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნაზე მიგვანიშნებს, რომელსაც გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას ვაწყდებით. მძღოლებისთვის არსებული რისკების შესახსენებლად, „თეგეტა მოტორსმა“ ბანერები სოციალურ ქსელში განათავსა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ზამთრის დადგომისთანავე უნდა ვიზრუნოთ, საბურავია. ის ავტომობილის აგებულების ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც სეზონურობით გამოირჩევა. საბურავების შერჩევა და შეცვლა სეზონების მიხედვით, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების წინაპირობაა.

ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და დანიშნულების ადგილზე უსიამოვნო თავგადასავლების გარეშე მისვლის შესაძლებლობაც გექნებათ.

ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფაქტორი არის ტემპერატურის კლება. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ არასეზონური საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლოთ.

ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:19

    Back2School კვირეული თიბისი კონცეპტთან ერთად...

    თიბისი კონცეპტმა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 6-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, შერჩეულ ობიექტ...

  • 12:13

    What would it mean to leave tip toe dancing? ან იქ...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში. გამოფენის ფარგლებში, გი...

  • 15:46

    Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს - Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას...

  • 11:38

    თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღი...

    „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ - ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას  უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს,...

  • 13:09

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად...

      თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.    თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...

  • 12:59

    გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის...

    თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...

  • 12:56

    რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - ...

      ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...