0 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში. 

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 18-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.

დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების  წინაშე 12 გუნდი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.

დემო დღის მონაწილე სტარტაპები:

·    e-Consul - მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.

·    LitKids - საბავშვო ლოტერატურის ციფრული გზამკვლევი მშობლებისთვის, რომელიც მშობელს უგენერირებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ წიგნებს და იქვე აძლევს მათი ყიდვის შესაძლებლობას. 

·    MLbee - SaaS მომხმარებლების შენარჩუნების საპროგნოზო ხელსაწყოები, ელ-კომერციის პლატფორმებისთვის.

·    Tradetkt - სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.

·    Tao Technology - მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.

·    Georgian Wine Club - პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და ღვინის სადეგუსტაციო ნაკრებების საბსქრიფშენს.

·    Cartune - ავტოსახელოსნოების შესადარებელი პლატფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის.

·    DiFlex - ვებ აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს სატელეფონო კვლევების ჩატარების და ანალიზის პროცესს.

·    Base2 - მობილური თავსატეხი (ფაზლ) თამაში, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.

·    SOS Auto - სასწრაფო დახმარება შენი ავტომობილისთვის, ევაკუატორის და ავტო ასისტენტის მომსახურებისთვის.

·    Happykids - საბავშვო ნივთების მარკეტფლეისი.

·    Carusell - მანქანების ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.

 

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, საერთო ჯამში 60-მდე სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

 

„აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ - აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID Agriculture Program, Cartooli, Webiz, აჭარა ჯგუფი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები