2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე სასამართლოს დღესვე მიმართავს

ჩამოტვირთვა

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც ბრალდების მხარეს გააჩნდა.

„საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მისი თანამდებობისა და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. საპარლამენტო იმუნიტეტი ინდულგენციას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის. დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს შესაბამისი სასამრთლო სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა“,-განაცხადა პროკურორმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები