2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

პარლამენტის სხდომაზე, სადაც ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისა და მისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პროკურატურის მოთხოვნა განიხილეს, გადაწყვეტილება მიღებულია - პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა. 

რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად 76 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.

კენჭისყრაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ  2-მა დეპუტატმა მისცა, მათ შორის, პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები