0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება” – ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

ერთი საათია ოპოზიცის ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებს მართავენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები აუცილებლად იქნება. ნიკა მელიასვე თქმით, “დაიწყება მზადება სამოქალაქო პროტესტისთვის”. 

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება. ნებით ჩაინიშნება ეს თუ ძალდატანებით ჩანიშნავს ბიძინა ივანიშვილი ეს უკვე, ფაქტიურად, მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის. ფაქტია რომ ახალი არჩევნები იქნება. იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში გამოსავალი გარდა ახალი არჩევნებისა, რომელიც დაძლევს ამ კრიზისს. ჩვენ იმ ფუფუნებას ვერ მივანიჭებთ ვერავის, რომ თქვან ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ჩვენ იქ ვიქნებით წარმოდგენილი, მაგრამ პარალელურად სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნის გარშემო, ეს არის ახალი არჩევნები”, – ამბობს ნიკა მელია 

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ვადამდელი არჩევნები, რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს. ბოკერიასვე თქმით, დღეს შეხვედრისას საუბარი იქნება კობახიძის განცხადებაზე, გრძელვადიან გეგმებზე და მოლაპარაკებებზეც. 

აქვე გეტყვით, რომ მეხუთე რაუნდამდე კი, ბარიერ გადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა, პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს “პატრიოტთა ალიანსი”. სიის ჩახსნას ამ ეტაპზე არ აპირებს პარტია “მოქალაქეები”. ისინი მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან. “ორად გაყოფილი გირციდან” კი, განცხადება ჯერ მხოლოდ ზურა ჯაფარიძემ დაწერა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები