0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძინონ ფორტეპიანო და მეც დავუკრავ – ელისო ბოლქვაძე

ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ – ამის შესახებ პიანისტმა და "ქართული ოცნების" დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ იმედის ეთერში განაცხადა. 

"ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი.

კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან, 21-ე საუკუნეა და რაღაცა კლიშეები, რაც იყო, ვთქვათ, 1 საუკუნის წინ, 50 წლის წინ ან თუნდაც 2 წლის წინ, შეიძლება სხვანაირად გადაიხედოს მომავალში." – აცხადებს ბოლქვაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები