0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გირჩი: თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდება, უარს ვიტყვით მანდატებზე

გირჩი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პარტია უარს ამბობს "არასრულფასოვან" პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდება გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი მანდატზე უარს იტყვის:

"დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა. ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი - 113 ადამიანი.

ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე",-ნათქამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები