0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვინც ამდენი „არას“ თქმის შემდეგ, რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი, რომ მოახერხა ივანიშვილმა და იყიდა – ბესელია

ვინც ამდენი „არას“ თქმის შემდეგ, ადგება და რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, უბრალოდ ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი, რომ მოახერხა ივანიშვილმა და იყიდა – ამის შესახებ განცხადება, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას გააკეთა.

„უბრალოდ, ნებისყოფა უნდა ეყოს ყველას, რომ ამ ცდუნებას გაუძლოს. მარტივად იქნება სახელდებული, რომ ვინც ამდენი „არას“ თქმის შემდეგ და ამდენი განცხადების შემდეგ, ადგება და რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, უბრალოდ ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი, რომ მოახერხა ივანიშვილმა და იყიდა ის პოლიტიკოსი, ასე დაერქმევა ეს სახელი.

სკეპტიკურად ვარ განწყობილი და არ დამიმალავს ჩემი განწყობა, ვითვალისწინებ კოვიდის ფაქტორს, იმას, რომ შეიძლება ახალი წლების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდეს ეკონომიკური ვითარება, ბევრი სირთულე მოიყრის თავს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ მორალურადაც, სულიერადაც, პოლიტიკურადაც. ამიტომ, ძალიან დიდი რისკი ახლავს ასეთი პროცესის დაგეგმვას, ამიტომ შევხედავდი ძალიან სკეპტიკურად პლებისციტის საკითხს, არ ვარ იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ამას მხარს უჭერს. პოლიტიკური დიალოგის კულტურა მათ შორის იმასაც ნიშნავს, რომ ეს ვერსიაც განიხილო, რადგან მას მომხრეები ჰყავს, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი გამოაჩენს ამ გზის ნაკლებ პერსპექტიულობას“, - განაცხადა ბესელიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები