0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან შეთანხმებაზე: სხვა გამოსავალი არ მქონდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსახლეობას Facebook-ის პირდაპირ ეთერში მიმართა და თავისი გადაწყვეტილება განმარტა.

ფაშინიანის თქმით, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ფრონტზე შექმნილი სიტუაციის და იმ ადამიანების შეფასების საფუძველზე მიიღეს, რომლებიც სამხედრო სიტუაციას ყველაზე კარგად იცნობენ.

„ახლა ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე. ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენო ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს სამხედრო მოქმედებებზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები