0 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საბანაძე: გუშინ ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, ე.წ. წიწაკის სპრეია, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნას

 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე უარყოფს, რომ ცესკოსთან გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველება ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი დანაყოფის აღჭურვილობაში, ე.წ. წიწაკის სპრეია, რომელიც, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იყოს.

„ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ. ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნას. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი. სხვაობა დიდია ესაა აეროზოლი, რომელიც საჭიროების მიხედვით შეიძლება გამოიყენონ“,- განაცხადა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გამართული აქცია სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები