0 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ადვოკატი - ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, მათ შორის არც გირაოს გადახდას

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე „სამართლებრივ აბსურდშია” შესული.

მისივე თქმით, პროკურატურის შუამდგომლობას სასამართლოში, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

„სამართლებრივ აბსურდშია შესული ბრალდების მხარე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ერთმნიშვნელოვნად განმარტებულია, რომ თუკი ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო უფრო მკაცრ ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ერთი მხრივ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას არ ან ვერ იყენებენ. სამართლებრივი საფუძველი ამ შუამდგომლობას არ გააჩნია, ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არა თუ საზღვრის კვეთა, მას ჩამორთმეული აქვს ელემენტარულად სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი, მაგრამ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს და გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, აღკვეთის ღონისძიება რომ არ მუშაობს, ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება.

უბრალოდ ახლა დადგა პოლიტიკურად იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს. როგორც იურისტი, ყოფილი პროკურორი და ლექტორი, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაში იგულისხმება გირაოს გაუქმება და პატიმრობა. პირდაპირაა ჩანაწერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, მათ შორის არც გირაოს გადახდას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ეს არის ერთადერთი მიზნით გაკეთებული - ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრება თავად ნიკა მელია პროცესს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება ჩამორთმეული აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები