0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“დროა, ახალი მინისტრი ავირჩიოთ” – სად მიდის თეა წულუკიანი?

“ოცნების” ერთადერთი უცვლელი მინისტრი, თეა წულუკიანი ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტარია.

რა გეგმებით მიდის პარლამენტში და ისევ მოსალოდნელია თუ არა მისი მინისტრთა ახალ კაბინეტში ხილვა? თეა წულუკიანი “პრაიმტაიმთან” პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს:

“ეს ყველაფერი, გუნდში მსჯელობის შედეგად შეჯერდა, რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესიც და პოზიციაც, ბოლომდე იქნა გათვალისწინებული. თუ გახსოვთ, არაერთხელ მითქვამს საზოგადოების წინაშე საჯაროდ, რომ 8 წელი საკმარისია ერთი და იგივე პირი, ერთ თანამდებობაზე იყოს, უკვე ცვლილების დროა-თქო. გუნდში იყვნენ ადამიანები, ვინც ამას არ იზიარებდნენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ დროა, ახალი მინისტრი ავირჩიოთ.

ახალ მინისტრს, ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, თუ მისი სურვილი იქნება, ბოლომდე ხელშეწყობა ექნება და ის ძალიან კარგი ფუნდამენტი, რაც მოვამზადეთ, საშუალებას მისცემს ახალი პროექტები და რეფორმები განახორციელოს.

ეს პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ჩემი როლი იქნება ის, რომ იდეალები, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ და რისთვისაც მე ამ გუნდის ფარგლებში ვიბრძვი, ამ იდეალებისთვის, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ვიბრძოლო, გავუწიო ღირსეული ოპონირება და საზოგადოებას დავანახო, რომ მათი პოლიტიკაში არსებობა, უბრალოდ, სირცხვილია და ამიტომ ნელ-ნელა შევუვიწროვოთ მათ (ნაციონალურ მოძრაობას) პოლიტიკური არეალი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები