0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმსა და ქობულეთში სწავლა დისტანციურად განახლდება

ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურად განახლდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ამის მიზეზი აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციაა.

მისივე თქმით, მოსწავლეები და სტუდენტები დისტანციურად 2 კვირის განმავლობაში, 1-ელ ოქტომბრამდე ისწავლიან.

„ქობულეთსა და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ 1-ლი ოქტომბრიდან. მანამდე დაიწყებენ სწავლას დისტანციურად“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1315-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები