0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩევნებზე NDI-ი სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის

NDI საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს არ გამოგზავნის ადგილზე დამკვირვებელთა დელეგაცია.

“საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. Covid-19-ის პანდემია ჯერ კიდევ არ არის კონტროლქვეშ გლობალურად, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – წერია განცხადებაში.

თუმცა, NDI აპირებს, კვლავ დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ანალიტიკოსების გუნდი დაიწყებს კამპანიაზე დაკვირვებას. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა, საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიების კამპანიები, გენდერი და ინკლუზია, მედია და დეზინფორმაცია. ინსტიტუტის განცხადებით, ეს ანალიტიკოსები იმუშავებენ დისტანციურად, საქართველოში დაფუძნებულ ასისტენტებთან ერთად.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები