0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“პოლიტიკური პარტიები იქ ვერ გააკრავენ პლაკატებს, სადაც მოესურვებათ – დავაჯარიმებთ”

თბილისის მერიამ შეიმუშავა იმ ადგილების ნუსხა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა ექნებათ.

“დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა. მინდა მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ იმ ადგილებით, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისე, როგორც წინა წლების განმავლობაში ხდებოდა, სადაც მოესურვებოდათ”, – განმარტა კახა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ მერიას არ სურს პოლიტიკური პარტიები დააჯარიმოს, თუმცა, თუ კანონს დაარღვევენ, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

“ჩვენ რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს იმის, რომ პოლიტიკური პარტიები ვაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”, – თქვა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები