0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა. ამ დრომდე, ისანში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი, “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე იყრიდა კენჭს.

“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისანში ხატია დეკანოიძის წარდგენის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილს თბილისის 8 ოლქიდან, საერთო შეთანხმებით წამოყენებული კანდიდატი 7 რაიონში ჰყავთ.

"ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ: თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილს დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის", - დაწერა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები