0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მთავრობასთან არის კავშირში”- კარანტინის ორმაგი სტანდარტი და გასაიდუმლოებული ჯგუფი, რომელიც თელ-ავივი თბილისის რეისით საზღვარზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაატარეს

 

დავიდთაშვილი მიშელი, დავიდთაშვილი დავიდი, ბინიამინი ნატალი, ტსურ ციციაშვილი გაი, ციციაშვილი აკაკი, კობი აკაკი, ბინიამინი ლეა, დავითაშვილი კოლინ ჰანა, ელიშაკოვა მილენა, ხუნდიაშვილი ბენ ციონი, დავიდთაშვილი დანიელი - ეს იმ მგზავრთა სახელები და გვარებია,  რომლებიც თელ-ავივი თბილისის რეისით 2020 წლის 18 აგვისტოს საქართველოს  საზღვარზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაატარეს და მხოლოდ ფორმალურად დააფიქსირეს მონაცემები. 

როგორც ირკვევა, რეისი, რომლის ნომერია   prv007t7vip, სავარაუდოდ, ქართულ ოცნებასთან და ივანიშვილის ოჯახთან დაახლოვებული პირები მგზავრობდნენ, თუმცა ჟურნალისტებთან აღნიშნულზე ოფიციალური პირები კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო ყვება, რომ მგზავრებმა ისე დატოვეს  აეროპორტის ტერიტორია, რომ თერმოსკრინინგზეც კი არავის შეუმოწმებია. ეს მაშინ, როდესაც „რიგით“ მგზავრებს საზღვარზე საკიმაოდ დიდხანს უწევთ შეყოვნება და ხშირ შემთხვევაში, ორ კვირიანი „კარანტინიც“.

“ჯგუფი მთავრობასთან არის კავშირში” - ეს ინფორმაცია უკვე იმ პირმა გაგვანდო, რომელიც  საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობს და შესაბამისად, ვინაობის გამხელა არ სურს, მან დაადასტურა აღნიშნულ რეისზე მყოფი მგზავრების კავშირი მთავრობის წევრებთან.

როგორც  მოგვიანებით გახდა ცნობილი,  საქართველოში 18 აგვისტოს ჩამოსული ჯგუფი, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 24 ნომერში გაჩერდა, თუმცა რა მიზნით - უცნობია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები