0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში ერთმანეთის ხმების დაცვაზე მემორანდუმს ხელი მოაწერა

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში ერთმენეთის ხმების დასაცავად მემორანდუმს ხელი მოაწერა. პარტიები თანმხდებიან, რომ ერთმანეთის ხმების ჩართვაში ყველა უნდა ჩაერთოს და "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალება არ უნდა მისცეს.

"ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი პარტიების ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, რათა არცერთი ხმა ივანიშვილმა არ მოიპაროს და ჩვენი ყველა თანამოქალაქის ხმა იყოს რეალურად ასახული სამართლიან არჩევნებში, - განმარტავს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" რაიმე დოკუმენტის გაფორმება ოპოზიციის მხრიდან შეუძლებელია.

"30-მდე ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად სრული სპექტრი თანხმდება ერთმანეთის ხმების დაცვაზე და თანმხდება იმას, რომ ერთობლივი ძალისხმევით არ დაუშვებს არჩევენების გაყალბებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიმ მძლავრი სიგნალი ოპოზიციის ერთობის შესახებ, ამ დოკუმენტს აქვს პრაქტიკული ღირებულება და მასში ასახული იქნება მექანიზმები, რომლითაც ოპოზიცია ხმებს დაიცავს, - განაცხადა "ერვოპული საქართველოს" წვერმა, დავით ბაქრაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები