0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლომ მღებრიშვილის საქმის განხილვა გუშინ დაიწყო და გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები იმედოვნებდენ, რომ დაკავებულის გათავისუფლება დღეს მოხდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ე.წ. საასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დაკავებულის უპირობოდ გასათავისუფლებლად ღონისძიებების გასატარებლად 10-დღიან ვადას აძლევენ.

დაკავებულის ძმის ჯუმბერ მღებრიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ 10 დღის ვადაში არ მოხდება დაკავებულის უპირებოდ გათავისუფლება, პროტესტის ნიშნად ფართომასტაბიან აქციას გამართავენ.

შეგახსენებთ, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშრობის კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები