1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომან კაკულია: ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია არავისთვის, ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას ისტერია თავადაც არ დაუკლია და ინფორმაციის სიმცირის გამო დასკვნას ვერ გააკეთებს.

“არ ვიცი მართალი გითხრათ ეს საკითხი ბოლომდე, ისტერია მემგონი თავად გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით ახლა აქ რასთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი თემაა, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს დასკვნის გაკეთება ძნელია”, – უთხრა კაკულიამ რუსთავი 2-ს.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო ასეთი ადამიანების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია, თავად ფაქტი კი სამწუხაროა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები