1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბელგიაში, საქართველოს საპატიო კონსულად ლავროვის ნათესავი დაინიშნა

ბელგიაში, საქართველოს საპატიო კონსულად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავი იანიკ კალანტარიანი დაინიშნა - ინფორმაციას, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.

"ლელო საქართველოსთვის" სარევიზიო კომისიის მდივნის, ლანა გალდავას თქმით, კალანტარიანი, ამავდროულად, ბელგია-სომხეთის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტია. 

"პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააკეთოს განმარტება იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე უარყოს, ან დაადასტუროს ა.წ. 14 მაისს "კავკაზ პლიუსში" გამოქვეყნებული ფაქტების სისწორე", - განაცხადა ლანა გალდავამ. 

„ლელოს“ კითხვებს უჩენს ის გარემოება, თუ რა ნიშნით შეარჩიეს ლავროვის ნათესავი. ოპოზიციური პარტია საგარეო საქმეთა სამინისტროს დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

საგარეო უწყებამ უნდა ახსნას, რა დამსახურების საფუძველზე მიანიჭა იანიკ კალანტარიანს საპატიო კონსულის წოდება. შემოწმდა თუ არა შესაბამისად ამ ადამიანის კანდიდატურა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ.  მისი ამჟამინდელი თანამდებობა - ბელგია-რუსეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტობა ხომ არ არის ინტერესთა კონფლიქტში საპატიო კონსულის წოდებასთან. არის თუ არა ეს კანდიდატურა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის მატარებელი? - განაცხადა გალდავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები