1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ეს ჭის თავები წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას? ”- კალაძე ჭავჭავაძის გამზირის მეორედ გადათხრაზე

თბილისის მერი , კახა კალაზძე ჭავჭავაძის გამზირის ხელახლა გადათხრაზე მომზზადებულ რეპორტაჟს გამოეხმაურა.

საუბარია, არასწორად განლაგებულ სანიაღვრე სისტემაზე, რის გამოც ჭავჭავაძის გამზირის ხელახლა გადათხრა გახდა საჭირო.

დედაქალაქის მერმა "მთავარი არხი" გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი სრულდება,რის შემდეგაც, ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება.

"ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოყვა მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. თუმცა,ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის არ მივცემთ და ისინი ისევ თავიანთ სიცრუეში და ტყუილში დარჩებიან, როგორც ყოველთვის ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ჭის თავები წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას? ფაქტიურად, შეუძლებელი იქნებოდა და ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა ავტომობილის მძღოლებს გადაადგილებისთვის", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები