1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე – ინფიცირებულთა კლება თუ შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნის პროცესს უფრო დავაჩქარებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა კლება თუ შენარჩუნდება, ეს იქნება მყარი საფუძველი, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დაჩქარდეს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„კარგია, რომ ექიმების, ჯანდაცვის პროფესიონალების, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით, ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით საბედნიეროდ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ; უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომელიც ამ მომენტისთვის არის შეჩერებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, საქართველომ შეძლო „კოვიდ-19“-ის პანდემიის შეკავება, პირველი ღონისძიებები იყო ძალიან დროულად მიღებული და შემდგომშიც, ინფექციის მართვა ხდებოდა ძალიან ეფექტურად.

„პარლამენტსა და მთავრობას შორის იყო კარგი კოორდინაცია. არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენი ჩართულობის გარეშე არ იყო მიღებული. რა თქმა უნდა, როცა პარლამენტი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, ჩვენ შევაფასებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც იყო განხორციელებული და ასევე ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე. მივესალმებით, რომ მთვარობა ჩვენთან ერთად წარადგენს უკვე სექტორების გახსნის გეგმებს პოსტკრიზისულ პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეკონომიკის აღდგენა დროულად შევძლოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები