1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახარია მიდის, პრემიერი კი ეკატერინე ტიკარაძე ხდება?!

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მორიგ სამთავრობო კარუსელს გეგმავს. სამთარობო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პირველ რიგში ის აპირებს, რომ პრემიერი შეცვალოს და სავარაუდოდ, ამის შესახებ თავად გიორგი გახარიასაც აქვს ინფორმაცია, რომელმაც დღეს ინფორმაცია არ უარყო და თქვა, რომ “ყველაფერი შეიძლება”.

“ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ “ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ”, – უთხრა მოქმედმა პრემიერმა მედიას.

გახარიან ჟურნალისტებს ამჯერად ურჩია “შემოდგიმას დაელოდონ”.

“მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები,” – განაცხადა გახარიამ.

“ნიუპოსტის” წყაროს ცნობით, ივანიშვილი მთავრობის კაბინეტს ნდობით აღჭურვილ პირს, ეკატერინე ტიკარაძეს ჩააბარებს, რომელიც რამდენიმე თვეა ჯანდაცვის მინისტრია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები