1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომან გოცირიძე - ელჩებმა ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილეს, ამაზე ნათლად რა უნდა თქვან, პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები?

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძე განცხადებით, ელჩებმა, ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სიცრუეში ამხილეს.

მისი თქმით, ელჩებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი და მოუწოდებენ შეასრულონ პირობები, ანუ გამოუშვან „პოლიტპატიმრები“.

„ხელისუფლებამ იძულებული გახადა ელჩები, რომ გაეკეთებინათ პირდაპირი, არაორაზროვანი და არადიპლომატიური განცხადება. ფაქტობრივად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამხილეს სიცრუეში. განაცხადეს, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი ნაწილი და მოუწოდებენ, რომ შეასრულოს პირობები. ანუ, გამოუშვან „პოლიტპატიმრები“. ამაზე ნათლად და ამაზე არადიპლომატიური ენით რა უნდა თქვან ელჩებმა, პირდაპირ ხომ არ იტყვიან, რომ გააღეთ ციხის კარები და გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები? გამგებმა უნდა გაიგოს. თუ ვერ გაიგებენ, ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები