1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეს საქართველოს შეცდომაა - ზელენსკი უკრაინიდან ქართველი ელჩის გაწვევაზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე, ვოლოდიმერ ზელენსკი გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ  "ქართველებმა შეცდომა დაუშვეს". ზელენსკიმ განცხადება ტელეკომპანია Наш-თან საუბრისას გააკეთა.

"ქართველ ხალხთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ელჩს საქართველოში კონსულტაციებზე უკრაინაში არ გამოვიწვევთ... მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს მხრიდან დაშვებული შეცდომაა. ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და მის მოქალაქეებს, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები