1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ორი თვეა დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, მაგრამ ვმუშაობდით 24 საათი - კალაძე

ორთვიანი პაუზის შემდეგ თბილისის მერიაში ქალაქის მთავრობა შეიკრიბა. კორონავირუსის პანდემიის გამო ორი თვეა დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, მაგრამ ვმუშაობდით 24 საათი, - განაცხადა თბილსის მერმა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომას არ ესწრებიან გამგებლები. „ისინი არიგებებპროდუქტებს, მათ ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს. დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, - აღნიშნა კალაძემ. 

მისი თქმით, რთული ვითარების მიუხედავად დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. „უნდა აღინიშნოს, არა იმ ტემპით, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო. მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა და ვაგრძელებთ ყველა მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა კალაძემ. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები