1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინფექცია, თუმცა არ ჰქონდათ სიმპტომები და სტაციონარში არ წოლილან"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანებს covid 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია გადატანილი აქვთ.

„ჩვენ, საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია ისე, რომ არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს,“ - აცხადებს ტიკარაძე.

კითხვაზე: მკურნალობდნენ თუ არა ისინი სტაციონარში, მინისტრი ამბობს, რომ ისინი „სტაციონარში არ წოლილან“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები