1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში პრეპარატი "რემდესივირი" სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ხელმისაწვდომი იქნება

წამლები, რომელიც სოლიდარობის კვლევაშია ჩართული, დეფიციტურია და ერთ კვირაში გაირკვევა, რამდენ ხანში იქნება  საქართველოში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, პრეპარატი "რემდესივირი" ქვეყანაში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ჩამოვა.

"მე ვფიქრობ, რომ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. მგონია, რომ მაისის ბოლოსკენ ფიზიკურად, პრეპარატი ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. უფრო დეტალურად, ამ ყველაფერს შემდეგ კვირას განვიხილავ, რადგან ზუსტად გვეცოდინება როდის ჩამოვა პრეპარატი საქართველოში,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები