1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს

მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს - ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებმა უკვე ისაუბრეს. ასევე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ აუცილებელია, დააკვირდნენ დინამიკას და ამის მიხედვით განისაზღვროს, გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა. მისი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგანგებო ვითარება კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება, 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას საფრთხე არ შეექმნება 

უნდა დავაკვირდეთ დინამიკას და ამის მიხედვით განისაზღვრება ის, თუ რამდენად იქნება საჭირო ამ ვადის გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება გახდეს საჭირო ვადის გაგრძელება. თუმცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც გვექნება 22 მაისისთვის.

ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ შეექმნება ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას. დრო არის საკმარისი, დაველოდებით მოვლენის განვითარებას, ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარების გაგრძელება, - აცხადებს კობახიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები