1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის გამო დიდი ხნით მოუწიათ კლინიკებში ყოფნა, რეაბილიტაციის კურსს აბასთუმანსა და სხვა საკურორტო ზონაში გაივლიან

 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია.

„ეს იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევები, რომლებიც კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვიხილეთ. ეს ინიციატივა მივიღეთ და ვთვლით, რომ არის ძალიან სწორი და კარგი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ასეთი პაციენტები შეძლებენ, საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და  შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც. გარდა ამისა,  გარემო პირობებიდან გამომდინარე, კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის სასარგებლოდ, უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შემდეგი მეთვალყურეობა“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, თუ იგეგმება სხვა ცენტრებშიც პაციენტების გაგზავნა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ელოდება, თუ რამდენია ასეთ პაციენტი და ამის მიხედვით მოიძიებენ სხვადასხვა ობიექტს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები