1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარს გადაუხდიან

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  განცხადებით, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.

„ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები