1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი 3000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობებისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 3000-ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს, რადგან მოსახლეობისთვის ეს ძალიან მძიმეა.

„მინდა ვიფიქროთ, რომ ეს 3000-ლარიანი ჯარიმები რაღაცნაირად წავიყვანოთ გაუქმებისკენ და ჩამოეწეროს ყველას, რადგან ადამიანმა, რომელმაც თივა გაყიდა და საერთოდ არ იცოდა, რა ჯარიმა იყო დაწესებული, რა საგანგებო ვითარება იყო და გვიან მიიღო ეს ინფორმაცია, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ყიდოს ეს თივა, რომ 3000 ლარი გადაიხადოს. არ არის სწორი სრული ბლოკირების პოლიტიკა. ჩვენი მოწოდებაა, გავაუქმოთ საგანგებო მდგომაროება, გავაუქმოთ ე.წ. კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი და კარანტინის პირობებში განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები