1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განცხადება

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა განცხადებას აქვეყნებს, რომელაც უცვლელად გთავაზობთ:

19 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე  სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდეს. თავხედური თავდასხმის ჩამდენი და შემკვეთებიც დღეს ყველასთვის ცნობილია.

ზარალი საკმაოდ დიდია, დამწვარია ბიბლიოტეკის 80 კვ მეტრამდე, განადგურებულია ავეჯი, გაყვანილობა, ტექნიკა, გაჭვარტლულია შენობის 4 სართული, ჩამსხვრეულია პირველი სართულის ფასადის მინები და შიდა ტიხრები, დაზიანებულია საცავი.

 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიკავშირდა უამრავი ადამიანი, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან , მხარდაჭერის სურვილით, ფიზიკური თუ ფინანსური დახმარების შემოთავაზებით. ყველას ამისთვის გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა.

 ფინანსური დახმარების მსურველებისთვის ჩვენი ანგარისშის ნომერი არის: 

GE34TB7850936080100005 ლარი

GE62TB7850936180100002 USD

GE62TB7850936180100002 Euro                           

 თუ გაქვთ სამშენებლო კვალიფიკაცია და გსურთ ფიზიკურად მიიღოთ მონაწილეობა აღდგენის პროცესში მოგვწერეთ მესინჯერში ან ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 

 დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭისთვის!

 

PS.  22 აპრილს, ბიბლიოთეკის დაბადების დღეა, 6 წლის ვხვდებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები